კორონა დამარცხებულია - აჭარა ისევ მწვანე ზონაა

24 მაისი 2020, 12:01 2854 ნახვა

აჭარას კოვიდ ინფიცირებული პაციენტი აღარ ყავს. ბოლო ორმა   გამოჯანმრთელებულმა  კლინიკა „მედალფა“ გუშინ  დატოვა და  საავადმყოფო „მოცდის“ რეჟიმში  გადავიდა.   ინფიცირების ახალი ფაქტის დადასტურების  შემთხვევაში  „მედალფა“ კვლავ კოვიდმიმღები  კლინიკა იქნება.  განკურნებული ბოლო 2 პაციენტი   მედიკოსებმა ტაშითა და ოვაციებით გააცილეს. 

54 და 61  წლის ქალები ორ კვირას  საკარანტინო  სივრცეში გაატარებენ.  ამ დროისთვის აჭარის საკარანტინო  სივრცეებში  დაკვირვების ქვეშ  ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება. ინფიცირების პირველი, იმპორტირებული შემთხვევა რეგიონში  14 მარტს დაფიქსირდა, შიდა გავრცელების ფაქტი  კი  7 აპრილს  გამოვლინდა.   ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული იყო   36  ინფიცირებული, მათგან  2 გარდაიცვალა. ჯამში კი რეგიონში  კოვიდ 19 -ით ინფიცირების  71  შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი