საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა

23 მაისი 2020, 11:11 1639 ნახვა

61 დღის განმავლობაში ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი მოქმედებდა. გუშინ  24  საათზე  საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა, შესაბამისად გაუქმდა კომენდანტის საათი. ამასთან დასაშვები გახდა საკუთარი ავტომობილით 3 პირზე მეტის  განთავსება მათ შორს დაშვებულია მგზავრობა წინა სავარძლით.

ამასთან 70 წლისა და უფროსი ადამიანებისთვის სახლში ჰყოფნის შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა მედიკოსების რეკომენდაციაა  რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეები სახლიდან მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევის დროს გავიდნენ.ამასთან სოფელ მუშევანისა და გეტას გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიაზე კარანტინი გაუქმდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი