ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება

22 მაისი 2020, 15:15 1890 ნახვა

ნატო-სა და ჟენევაში ელჩები იცვლება. ჟენევაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე იქნება, რომელიც თავის მხრივ ადგილს ნატო-ში ვიქტორ დოლიძეს გაუცვლის. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. ციხელაშვილი მინისტრის ფუნქციას 15 ივნისამდე შეასრულებს.ქეთევან ციხელაშვილი ამ თანამდებობაზე 2016 წლის აგვისტოდან მუშაობს. მანამდე, 2012 წლიდან ის ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მიხეილ ნინუას ვლადიმერ კონსტანტინიდი ჩაანაცვლებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი