დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის მიმდებარე ტერიტორიებზე 20 ჰექტარი ტყის მასივის გადაცემის კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს. ოპოზიცია და მესამე სექტორი პროექტს აკრიტიკებენ, რადგან მათი თქმით ეს ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო გათვლაა და სხვა კონფესიები არათანაბარ პირობებში ხვდებიან. საპატრიარქოში კი ამბობენ, რომ ეს ტყის დაცვის საუკეთესო საშუალება იქნება.