როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, საკითხზე ევროპარლამენტარებმა სვენ მიქსერს მოუსმინეს

19 მაისი 2020, 20:25 1079 ნახვა

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, საკითხზე ევროპარლამენტარებმა სვენ მიქსერს მოუსმინეს. მომხსენებელმა საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის მატებაზე ისაუბრა. პრეზიდენტის შეწყალების აქტს და შეთანხმების შესრულებას ევროპარლამენტარები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. პროცესების ბოლომდე შესასრულებისკენ კი ორივე მხარეს მოუწოდეს. აცხადებენ, რომ არჩევნები იქნება ტესტი.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული განცხადებები კონკრეტული პარტიების მიმართ მიკერძოებულია და ურჩევენ ინფორმაცია გადაამოწმონ. თუმცა მაინც ანგარიში „ქართული ოცნებისთვის“ პოზიტიურია, რადგან აცხადებენ, რომ აქცენტი რეფორმებზეა გაკეთებული. მმართველ გუნდში აცხადებენ იმასაც, რომ თანამშრომლობისთვის მზად არიან, იმ ევროპარალმენტარებს კი, რომელთაც ფაქტების გადამოწმება აინტერესებთ მოუწოდებენ, რომ  ინფორმაციის მოპოვება თბილისში ფაქტების დამდგენი კომისიისგან შეუძლიათ.  მმართველი გუნდის ოპონენტები კი ამბობენ, რომ პარტნიორები ხელისუფლებას ყველა გადაცდომაზე პასუხს მოსთხოვენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი