ევროპარლამენტის ანგარიშს უკვე მოჰყვა შეფასებები, მმართველ გუნდში მას პოზიტიურად აღიქვამენ და გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ქართული ოცნება თავის მხრივ აუცილებლად შეასრულებს როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, ისე 8 მარტის შეთანხმებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციაში კი მიუთითებენ, რომ ევროპარლამენტარებმა მწვავედ გააკრიტიკეს ხელისუფლების ქმედებები და მათი მოთხოვნების შესრულებაზეა დამოკიდებული ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი.