პრემიერის დავალება ელჩებს

18 მაისი 2020, 20:12 906 ნახვა

საქართველო - უსაფრთხო დანიშნულების ადგილი - ეს არის გზავნილი, რომელიც ქართველმა დიპლომატებმა თავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საზოგადოებამდე უნდა მიიტანონ/ პრემიერ-მინისტრმა ქართველ ელჩებს, საქართველოს როგორც ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანად გაცნობა  დაავალა.  გიორგი გახარიას შეფასებით, საქართველომ ეფექტურად შეძლო კოვიდ-19-ის პანდემიის მართვა, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, კრიზისი იქცეს შესაძლებლობად და ამ კუთხით მიღწეული წარმატებები კონვერტირდეს კონკრეტულ შედეგებში, რაც მსოფლიოში საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების ბრენდის დამკვიდრებას გულისხმობს.  ვიდეოკონფერენციისას საუბარი შეეხო საქართველოს ახალ როლსა და ადგილს გლობალურ საინვესტიციო პროცესებშიც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში