მარნეულის მუნიციპალიტეტში 18 მაისიდან მკაცრი კარანტინი იხსნება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ქალაქებსა და სოფლებში, სადაც კარანტინი არ მოქმედებს, გადაადგილება თავისუფლად შეეძლებათ.სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა "კოვიდ-19"-ის პრევენციისა და გამოვლენის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
თქვა, რომ 23 მარტიდან, დღემდე ვირუსის შესაჩერებლად ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა, ჯამში 105 000-მა მოქალაქემ გაიარა მარნეულში თერმოსკრინინგი. PSR ტესტირებით კი 1600 ადამიანი შეამოწმეს რომლებსაც მოსახლეობასთან ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა.
1820-მა ოჯახმა მიიღო საკვები პროდუქტის, მედიკამენტებისა და ჰიგიენის საშუალებების სახით დახმარება,, საბავშვო-ბაღის 2145 ბავშვს კი 60 დღის საკვები პროდუქტები გადაეცათ. 23 მარტს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი - მუშევანი და გეტა კვლავ ჩაკეტილია.