ავარიული დაზიანების გამო, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ახალ ქსელის აბონენტებს 10:00 საათიდან დღის 3:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა. ინფორმაციას "ბათუმის წყალი" ავრცელებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.
"ბათუმის წყალი" მოსახლეობას მოუწოდებს წყალმომარაგების აღდგენის შემდეგ ონკანი რამდენიმე წუთით ღია მდგომარეობაში დატოვონ ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით.