ე.წ. ქობულეთის კალსტერი დაიხურა

15 მაისი 2020, 11:18 2244 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 აპრილის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, ამიტომ ეს კლასტერი დაიხურა.

ე.წ. ქობულეთის კალსტერის ფარგლებში კორონავირუსი  36 პირს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 33.

8 მაისიდან მუნიციპალიტეტის მაღალი რისკის ზონებში მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები მოიხსნა. აქ ოთხ სოფელში კარანტინი 12 აპრილს გამოცხადდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 335 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ამ ეტაპზე ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 24 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი 8612 პირს ჩაუტარდა. ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 4 ინფიცირებული პაციენტი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში