დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ბერლინი-თბილისის მიმართულებით. ამ რეისით საქართველოში ჩამოვა 180-მდე მგზავრი, მათ შორის ონკოლოგიური პაციენტები, არასრულწლოვნები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ტრანზიტული მგზავრები. ცნობისთვის კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს არის მეოთხე ჩარტერული რეისი ბერლინიდან.
8 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,607 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - - ორგანიზებულად დაბრუნდა 10,115 მოქალაქე. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ამსტერდამიდან 15 მაისს შესრულდება ჩარტერული რეისი ტრანზიტული მგზავრებისათვის, რომლითაც სამშობლოს აშშ-დან დაუბრუნდება სტუდენტები, სამხედროები, ხანდაზმული პირები, ტურისტები და ა.შ.