მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. ბათუმში მცხოვრებ ვეტერანებს თარიღი ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა მიულოცეს. სულ საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 372 ვეტერანი ცხოვრობს, აქედან 20 ბათუმელია.
ქვეყანაში ყველაზე ახალგაზრდა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია 82 წლის სვეტლანა ეფიმოვი, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის მონაწილეა, ხოლო ყველაზე ასაკოვანი სამსონ ოგანესიანი, ახალქალაქის მკვიდრი, 106 წლის.
არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, წელს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების აღსანიშნავი მასობრივი ღონისძიებები არ ჩატარდება. თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურმა სპეციალური მედლები დაამზადა, რომლებიც ვეტერანებს ინდივიდუალურად გადაეცემათ