ქედაში, ზესოფლის მოსახლეობა ტრაქტორით მიწის დამუშავების პროგრამაში ჩართვას ითხოვს

06 მაისი 2020, 10:26 1922 ნახვა

ქედაში, სოფელ ზესოფლის მოსახლეობა ორი კვირაა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან სახნავი ტრაქტორით მიწის დამუშავების პროგრამაში ჩართვას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო საგაზაფხულო სამუშაოები დაგვიანდა,  რაც მოსავლიანობაზე უარყოფითად აისახება. მათი თქმით, გაუფუჭდათ თამბაქოს ჩითილებიც.

ზესოფლის მოსახლეობამ ამ მოთხოვნით სამინისტროს არაერთხელ მიმართა, თუმცა დაპირების მიუხედავად პროგრამით ვერ ისარგებლეს. სამინისტროში ამბობენ, რომ ქედის მუნიციპალიტეტში ჯამში ოთხი ტრაქტორი თემების მიხედვითაა გადანაწილებული და მიწის ნაკვეთების დამუშავება ეტაპობრივად ხდება. უწყებაში ირწმუნებიან, რომ სოფელ ზესოფელში ტექნიკით მიწის დამუშავება ორ დღეში მოხდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი