აჭარის გუნდი ძალიან აქტიურად არის ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში - დიმიტრი ხუნდაძე

27 აპრილი 2020, 23:39 1732 ნახვა

აჭარის გუნდი ძალიან აქტიურად არის ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში, გამორჩეული მზაობა და დამოკიდებულება აქვთ"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში.

"მე გუშინაც ვიყავი აჭარაში და მინდა კმაყოფილებით ვთქვა, რომ აჭარის გუნდი, ანუ ადგილობრივი შტაბი, სადაც არის მთავრობის ხელმძღვანელი, არის ჯანდაცვის მინისტრი და მისი გუნდი,დეპუტაცია ძალიან აქტიურად არიან ჩართულები, ჩვენ კლინიკები კიდევ ერთხელ შემოვიარეთ. მედპერსონალს გავესაუბრეთ, მინდა გითხრათ, რომ გამორჩეული მზაობა და დამოკიდებულება აქვთ"- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში