ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინაუგურაცია სტუმრების გარეშე ჩაივლის. ე.წ-ლი ფიცის დადების ცერემონია პირველად მოხდება სხვა ქვეყნებიდან ჩასული ოფიციალური დელეგაციების გარეშე.
ცნობისთვის, ასლან ბჟანიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 56.6%-ით გაიმარჯვა. ბჟანიამ 53 ათას 741 ამომრჩევლის ხმა მოიპოვა. დ ე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ინაუგურაცია, სოხუმში, დღეს უნდა გაიმართოს, იგი ფიცს აფხაზურ ენაზე დადებს.