დღეს ჯვართამაღლებაა

27 სექტემბერი 2016, 00:00 1969 ნახვა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. 27 სექტემბერს მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ. 

ამავე კატეგორიაში