რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო 50 წლამდე ქალის მკვლელობაში ბრალდებულ სამართალდამცავთან დაკავშირებით, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად უნდა წარედგინოს. შემდეგ სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა, რასაც 50 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქალს ბრმა ტყვია საკუთარ სახლში მოხვდა. დაკავებულ პოლიციელს შინაპატიმრობა ან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა მას გაუფრთხილებლობით მკვლელობას ედავება.