ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტები ჯანდაცვისა და ეკონომიკების სისტემების მხარდაჭერაში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაცია მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს.
გავრცელებული განცხადების მიხედვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და დონალდ ტრამპი ჯანდაცვისა და ეკონომიკების სისტემების მხარდაჭერაში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.