კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის – ჟურნალისტის მისამართით გაკეთებული განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

19 აპრილი 2020, 15:37 959 ნახვა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მიიჩნევს, რომ სასულიერო პირის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტ, ირაკლი ვაჩიბერაძის მისამართით გაკეთებული განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ კოალიცია განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან, რომ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები.საქმე ეხება მთავარი არხის ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ვიდეოს სადაც ტაძრის წინამძღვარი მრევლს მის წინააღმდეგ მოუწოდებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში