“მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა'' - ილია მეორე 

19 აპრილი 2020, 11:46 1803 ნახვა

ადამიანებს დაფიქრების საშუალება მიეცათ და აღმოაჩინეს ის რეალობა, რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ დიდად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, სააღდგომო ეპისტოლეში ისაუბრა.

პატრიარქი კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ განსაცდელის არ უნდა შეგვეშინდეს.“მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამე, ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია, უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის ნების გარეშე ჩვენი თმის ერთი ღერიც არ დავარდება, მითუმეტეს, ჩვენი სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია.- ეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს  მცირედი ნაწილია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი