სააღდგომო ლიტურგია  მრევლით და მრევლის გარეშე

19 აპრილი 2020, 11:43 1867 ნახვა

სააღდგომო ლიტურგია  მრევლით და მრევლის გარეშე. ბათუმში სამების დედათა მონასტერში მსახურება მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით ჩატარდა, რომელიც მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა. მორწმუნეებს ლიტურგიაზე თვალის დევნება ჩვენი არხის საშუალებით შეეძლო.

მრევლის თანდასწრებით კი წირვა ლოცვა ბათუმში მოქმედ ტაძრებში დილის 7 საათიდან  დაიწყო, მას შემდეგ რაც კომენდანტის საათი დასრულდა. ლიტურგიის დროს დაცული იყო რეკომენდაციები. მრევლი ერთმანეთისგან დისტანცირებულად იდგა და ეკეთათ პირბადეები, მათ შორის სასულიერო პირებს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისგან განსხვავებით ღამისთევით ჩატარდა მსახურება სხალთის ეპარქიის ტაძრებში. ლიტურგია ამჯერად ჩვეულებრივზე დაბალი დასწრებით წარიმართა. სამების საკათედრო ტაძარში, სააღდგომო მსახურება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი