რეგიონში ოჯახებისთვის სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად არამალფუჭებადი პროდუქტები სკოლა-პანსიონების ბენეფიციარების ოჯახებს გადაეცათ. აჭარაში ოთხი სკოლა-პანსიონი ფუნქციონირებს, რომელთა მომსახურებითაც 253 მოსწავლე სარგებლობს.