"ახლა არ არის დიზაინის და ხარისხის არჩევის დრო მთავარია უსაფრთხოება" - თენგიზ ცერცვაძე

15 აპრილი 2020, 22:06 1788 ნახვა

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე აჭარის მაუწყებლის გადაცემის "თავისუფალი სივრცის" ს სტუმარი იყო, სადაც ქართული პირბადეების ხარისხზე ისაუბრა.

წამყვანის შეკითხვაზე ხარისხიანი თუ არა ქართული წარმოების პირბადეები ინფექციონისტმა თქვა, რომ, როგორც სპეციალისტი ადასტურებს პირბადის ეფექტიანობას, რადგან ის იცავს ადამიანს ვირუსის ნაწილაკებისაგან.

 

"როგორც სპეციალისტი გეუბნებით ცალსახად, იმ მიზნისთვის რისთვისაც ის იქნა გამოშვებული, ისინი საკმარისად ხარისხიანია, იცავს ადამიანს იმ შხეპებისგან, რომელიც შეიცავს ვირუსის ნაწილაკებს. თუ ახლა ვიღაცაც დიზაინი არ მოწონს, ან შესრულების ხარისხი, ეს რათქმაუნდა სხვა საქმეა. ახლა არ არის დიზაინის და ხარისხის არჩევის დრო მთავარია უსაფრთხოება"

მისივე თქმით საქართველოზე უფრო თავმომწონე ქვეყანაში ბევრად უფრო პრიმიტიულ რამეებს იყენებენ, რადგანაც პირბადეების დეფიციტია მსოფლიოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში