გვარაში, ლეღვაში, წყავროკასა და მუხაესტატეში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა აიკრძალა

12 აპრილი 2020, 11:10 8801 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადმინსიტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები წესდება.

''აჭარაში კონტაქტების საკმაოდ ფართო წრე დადგინდა და ჩვენ გვიწევს მივმართოთ ღონისძიებების გამკაცრებას. ქობულეთის რამდენიმე სოფელში ლეღვაში, მუხაისტატესა და გვარაში, წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინე პირობები წესდება.მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი საჭიროებენ მედიკამენტის ან პროდუქტის შეძენას ან სამედიცინო მომსახურების მიღებას.

მათ სასოფლო- სამეურნეო სამუშაოების დაცვა მხოლოდ მკაცრი პროტოკოლის დაცვის შემთხვევაში შეეძლებათ'' - ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში