საგანგებო მდგომარეობით დადგენილი ზომები შესაძლოა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდეს

09 აპრილი 2020, 18:04 2140 ნახვა

ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა სავარაუდოდ რამდენიმე საათში, მას შემდეგ რაც ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღებენ პასუხებს, შეიცვლება, ამ ეტაპზე გვყავს 214 ინფიცირებული და 50 გამოჯანმრთელებული. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება დაავადების დინამიკა, გადაწყდება საგანგებო მდგომაროება შენარჩუნდება თუ არა ,მაისშიც, პრემიერმა დღეს მოუწოდა მოქალაქეებს, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე საავადმყოფოში არ წავიდნენ და ჯერ 112-ში დარეკონ. იცით, რომ მსუბუქი შემთხვევების მართვა მოხდება საკარანტინო ზონებიდან. ეს გეგმა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. დღეს კომენტარი ეპიდსიტუაციასთან დაკავსირებით გააკეთა შს მინისტრმაც, ვახტან გომელაური ფიქრობს, რომ სასულიერო პირებთან დიალოგს მიაღწევენ, რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, მიიჩნევს, რომ ეკლესია კანონს არ არღვევს და წირვის დროს ეკლესიებში დისტანცია დაცულია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი