ჩემი პროგნოზით პიკი სამ კვირაში იქნება, მაგრამ არ იქნება ეს აფეთქება - თენგიზ ცერცვაძე 

07 აპრილი 2020, 18:30 5426 ნახვა

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პიკს სამ კვირაში, აპრილის ბოლოს ელოდება. ამბობს, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა და არ ეფუძნება რაიმე კვლევებს.

"საქართველოში არც ერთ დღეს არ დაფიქსირებულა 20 შემთხვევაზე მეტი, ეს შიდა გადაცემისთვის არის ძალიან ცოტა. ჩემი პროგნოზია, რომ ვერ შევინარჩუნებთ ამ სიტუაციას ბოლომდე, თუმცა დღეს თუ ორი ათეული შემთხვევებია, ხვალ შეიძლება იქნეს სამი ათეული ან ოთხი. ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოშ არ იქნება 100-ზე მეტი შემთხვევა დღეში, ამას ვამბობ დიდი დარწმუნებით.რაც შეეხება პიკს,არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და ეს პიკი შენარჩუნდება კიდევ 2-3 კვირის მანძილზე და დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, ეპიდემია წავა ქვემოთ. ისე, რომ საქართველო ამ მძიმე გამოწვევიდან გამოვა მინიმალური დანაკარგით

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი