ლომჯარია: საცხოვრებელი ფართის არქონის გამო უსახლკარო პირები ვერ იცავენ კომენდანტის საათს

06 აპრილი 2020, 11:38 1078 ნახვა

სახალხო დამცველი, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ქუჩაში მცხოვრებ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, ასევე ტუბერკულოზის მართვის, ცე  ჰეპატიტის ელიმინაციისა და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებში ჩართული პირებისთვის შეუფერხებელი სამედიცინო მომსახურებას  ითხოვს.  

ნინო ლომჯარია განცხადებაში წერს, რომ  საცხოვრებელი ფართის არქონის გამო, უსახლკარო პირები მოკლებულნი არიან დაიცვან „კომენდანტის საათი“, ჰიგიენის და იზოლაციის ნორმები მისი შეფასებით, ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი, მუნიციპალიტეტებში - კი ადგილობრივ მონაცემთა ბაზები უსახლკარო პირების  შესახებ.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ამ მოქალაქეებს პერიოდულად, აუცილებელი პრეპარატების მიღების მიზნით უწევთ შესაბამის სამედიცინო ცენტრებში მისვლა, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის პირობებში, გადაადგილება პრობლემურია.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე იმ მოქალაქეების საჭიროებებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ომბუდსმენის  რეკომენდაციაა, მთავრობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა კოორდინირებულად იმუშაონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი