39 წლის გენადი ცენტერაძე ერაყში გარდაიცვალა, ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას ითხოვს. ოჯახის წევრების თქმით, ემიგრანტი გულის შეტევით გარდაიცვალა, აქვთ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვებიან, რომ მთავრობა დახმარებას დაპირდა, თუმცა მე-13 დღეა ცხედარი დოჰოკის პროზექტურაშია და საქართველოში გადმოსვენება ჭიანურდება. ახლობლები თხოვენ აჭარის მთავრობას უშუამდგომლონ თურქეთის შესაბამის სამსახურებთან და გაუხსნან საზღვარი. გარდაცვლილის ნათესავები ირწმუნებიან, რომ გადმოსვენების ხარჯებს თავად დაფარავენ.