მსოფლიო კორონავირუსის პანდემია ებრძვის. ვირუსის გავრცელებამ პრობლემები შეუქმნმა სპორტულ სამყაროსაც. მთელ მსოფლიოში სპორტული ცხოვრება შეჩერებულია, თუმცა ასეთ ფონზე სულ რამდენიმე ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები მაინც იმართება. აქტიურად მიმდინარეობს ნიკარაგუისა და ბელორუსის ჩემპიონატები.
ბელარუსის საფეხბურთო ლიგაში დღეს მე-3 ტური ორი შეხვედრით გაიხსნება. გასულ კვირას კი პირველად ბელორუსის შიდა ჩემპიონატის მატჩი ინგლისურად გადაიცა. მსოფლიო სპორტული მოვლენების შეჩერებამ ბელორუსს მისცა საშუალება თავიანთი ჩემპიონატის ტრანსლირება რამდენიმე ქვეყანაში გაეყიდა. პაკეტები უკვე შეიძინეს რუსეთის, ისრაელის და ინდოეთის ტელევიზიებმა. ბელორუსის ჩემპიონატში 3 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. 22 წლის მცველი გიორგი ქანთარია ,,ნემანის’’ ღირსებას იცავს , ხოლო 27 წლის შემტევი გიორგი დიასამიძე და 27 წლის ლაშა შიდაგორიძე სოლიგორსკის ,,შახტიორის’’ რიგებში ასპარეზობენ. ხვალ ბელორუსის ჩემპიონატში ქართული დერბი გაიმართება ქანთარიას ,,ნემანი’’ დიასამიძის და შინდაგორიძის ,,შახტიორს’’ დაუპირისპირდება. შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება.
გასულ კვირას კი რამდენიმე ადგილობრივმა ჟურნალისტმა ბელორუსის ფეხბურთის ფედერაციას მიმართა, რომ ჩემპიონატი შეეჩერებინათ, რადგან არ ღირდა ადამიანების სიცოცხლით გარისკვა.