კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარის მაუწყებელში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები უკვე მეორედ ჩატარდა.
სპეციალური ხსნარითა და აღჭურვილობით ტელევიზიის შენობის ყველა ოთახი, ასევე სტუდიები, პავილიონები, საეთერო, ნიუსრუმი, სამონტაჟოები და სველი წერტილები დამუშავდა.
ბათუმის "სანდასუფთავების სამსახურმა, აჭარის მაუწყებელს მაუწყებელს დეზინფექცია უსასყიდლოდ ჩაუტარა.
საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო მაუწყებლის ჟურნალისტებსა და ტექნიკურ პერსონალს, ვინც საგანგებო რეჟიმში მუშაობს, საჩუქრად 200 მდე სახის დამცავ ნიღბებს "ფავორიტი სტილი" გადასცემს.
ბათუმელმა დიზაინერმა, თაკო მექვაბიძემ კი, ჟურნალისტებს საჩუქრად ბრენდირებული ნიღბები გადასცა.
უსასყიდლოდ მიაწოდა მაუწყებელს მრავალჯერადი პირბადეები "აჭარა ტექსტილმაც".