კოვიდ 19-თან ბრძოლისთვის კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული - პრემიერი

01 აპრილი 2020, 12:06 1438 ნახვა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით ორი მილიარდი ლარი გამოიყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხდა.

"მთავრობის გადაწყვეტილებით გამოიყო 2 მილიოარდი ლარი ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისათვის. ეს გახლავთ ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ კრიზის დაძლევისთანავე ქართული ეკონომიკა მზად იყოს სწრაფად განვითარდეს და აღადგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც მას ჰქონდა წლის დასაწყისში. ამ მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში შევინარჩუნოთ მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, ისევე, როგორც მხარი დავუჭიროთ და მივცეთ საშუალება სისტემურ წარმოებებს, გააგრძელონ მუშაობა და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სისტემურ დარგებს. ამ მიმართულებით, ჩვენ დღეის მდგომარეობით ბიუჯეტში მობილიზებული გვაქვს 2 მილიარდი ლარი. ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და პირველი ეტაპი იმ მონაცემებით, რომელიც დღეს გვაქვს"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„ეს არის თანხა, რომელიც კრიზისულ ბიუჯეტში არის რეზერვირებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ ინფექციის როგორც მასშტაბის, ისე გეოგრაფიული გავრცელების სწრაფ ზრდას. ეს თანხა უნდა იყოს უაღრესად რაციონალურად გამოყენებული“, - აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი