საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად დღეს სპეციალური რეისი ბულგარეთიდან, კერძოდ კი ქალაქ ბურგასიდან შესრულდება. სამშობლოში ასამდე მგზავრს ქართული ავიაკომპანია ჩამოიყვანს. მათ შორის არიან საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებიც, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მგზავრები კარანტინში მოთავსდებიან. 3 აპრილს განხორციელდება ორი რეისი ვარშავიდან და ბერლინიდან 4 აპრილს, შესრულდება ჩარტერული რეისი ლონდონიდან, ხოლო 7 აპრილს უკვე ათენიდან. გუშინ საქართველოს 180 მოქალაქე ჩამოვიდა ამსტერდამიდან.