საკონტროლო გამშვები პუნქტი 9 ქალაქში

31 მარტი 2020, 15:11 1692 ნახვა

ქალაქებთან არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებს ორი დაემატა, თელავსა და ახალციხეში, გარდა ამის ბლოკპოსტები განთავსებულია საქართველოს კიდევ 7 ქალაქში, სადაც ძალოვანი უწყებები სრულ კონტროლს ახორციელებენ და ავტომობილებით გადაადგილებისას ამოწმებენ ავტომანქანებში მგზავრების რაოდენობას.   მათ თერმოსკრინინგსაც უტარებენ. დამატებითი გამშვები პუნქტების ამოქმედების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ბათუმის შემოსასვლელთან სამი ბლოკპოსტია მოწყობილი: ხელვაჩაურის გზაზე, თამარის დასახლებაში და  აეროპორტის გზატკეცილზე.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი