თემურ ქათამაძე მე-15 დღეა შიმშილობს

31 იანვარი 2025, 14:41 115 ნახვა

ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია-ინფორმაციას დაკავებულის ინტერესების დამცველი ავრცელებს.  თემურ ქათამაძე მეთხუთმეტე დღეა შიმშილობს. 

საიას ადვოკატის მარიამ გაბროშვილის განცხადებით, დაკავებული ამჟამად მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული, მისი ქვეყნიდან გაძევების საქმის დასრულებამდე.

თემურ ქათამაძე  თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირდა და მოითხოვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება, თუმცა მოთხოვნაზე უარი ეთქვა, რასაც ადვოკატის განცხადებით დაკავებული, სვაარაუდოდ, გაასაჩივრებს.  თემურ ქათამაძე პოლიციამ ბათუმში ორჯერ დააკავა.

პირველად 11 იანვარს პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი — 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე. ამჯერად მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებიან.

დაკავებიდან მეორე დღეს  თემურ ქათამაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში