„ბაკურიანი 2025“ - საორგანიზაციო შეხვედრა

31 იანვარი 2025, 17:57 95 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის − „ბაკურიანი 2025-ის“ სამზადისთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართა.
მთავრობის მეთაურმა ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის ინფრასტრუქტურული და საორგანიზაციო მზადყოფნის შესახებ ანგარიში მოისმინა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა ფესტივალის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მზად არის და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც დასრულებულია.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში