"ორ დღეში მეცოდინება პასუხი, მეც ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი" - მეუფე საბა ინწკირველი

30 მარტი 2020, 19:58 2911 ნახვა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა. კვლევის პასუხი 2 დღეში იქნება ცნობილი. 

მისივე თქმით მას კორონავირუსით დაინფიცირებულთან ერთი კვირის წინ ჰქონდა შეხება. თავის დაზღვევის მიზნით, მან კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა.

„დღეს,3 საათზე, გავიკეთე ჩქარი ტესტი, ორ დღეში პასუხი მეცოდინება მეც ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი“, - აცხადებს ეპისკოპოსი საბა სოციალურ ქსელში გავრცლებულ ვიდეომიმართვაში

"ხვალ მეცოდინება პასუხი და პასუხის გაგების თანავე მე მექნება პირდაპირი ჩართვა და მოგაწვდით ინფორმაციას. 

რომც მქონდეს ეს ვირუსი, გარკვეულ წილად ღმერთი დაუშვებს. თუ კი, ეს ესე მოხდა მეც უნდა გავინაწილო, იმ ადამიანების ხვედრი და ტკივილი, უფრო მეტად განვიცადო და ჩემ თავზე მივიღო თუ როგორ, არიან ის ადამიანები ვინც ამ ვირუსს ებრძვის"- აღნიშნა ეპისკოპოსმა

ეპისკოპოსის განმარტებით, მან კვირის წირვის ჩატარებისგან თავი შეიკავა. წირვას კი, მხოლოდ მღვდელმსახურები და სტიქაროსნები ესწრებოდნენ.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის ეპარქიაში. დეკანოზს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი