თურქეთში საქართველოს ელჩი, საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. გიორგი ჯანჯღავა წერს, რომ კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში თურქეთის 14 ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს.
''რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი, ართვინი, გუმუშჰანე, ქუთაჰია, ჩანქირი, სივასი, გირესუნი, ჩანაქქალე, ჩორუმი და დუზჯე,” - ეს ის ქალაქებია, სადაც თურქეთის ხელისუფლებამ კარანტინი გამოაცხადა.
აღნიშნულ ქალაქებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სპეციალური ცნობის წარდგენის შემთხვევაში სამშობლოში დაბრუნდნენ.