მარნეულის მერიის წინ ხალხმრავლობა იყო

30 მარტი 2020, 12:39 1678 ნახვა

მარნეულში მერიასთან ხალხმრავლობა იყო. ათობით მოქალაქე ადმინისტრაციულ შენობასთან მივიდა. ისინი დახმარებას ითხოვდნენ. ვიდეომასალა რადიო ''მარნეულმა'' გაავრცელა. 

მოქალაქეები ყვებიან, რომ სოფლებში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, მათ კი საკვების შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვთ.

"სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ მოსახლეობაში ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს დახმარება ყველამ უნდა მიიღოს. ეს დახმარება არის გარკვეული ჯგუფებისთვის, ჩვენ ვიცით, სიები გვაქვს, მოვალთ ყველა ოჯახში, ყველას დავეხმარებით. ძალიან გთხოვთ, როგორც სთხოვეს სამი კვირის წინ იტალიის მერებმა, დარჩით სახლებში, არ დატრიალდეს ის რაც მოხდა იტალიაში", — თქვა ზაურ დარგალმა.

ადგილზე ათობით მოქალაქე იყო შეკრებილი, საგანგებო მდგომარეობის დროს კი 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

მარნეულის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ დაშლილიყვნენ, წასულიყვნენ სახლებში და სოფლის რწმუნებულები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები მათ საჭიროებებს გაეცნობოდნენ.

საქართველოს მთავრობამ მარნუელისა და ბოლნისში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

ზუგდიდში ხალხმრავლობის გამო, ჰუმანიტარული აქციის ორგანიზატორი 15 000 ლარით დააჯარიმეს. 

26 მარტს ზუგდიდში სააკაშვილის ინციიატივით, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ შეკრებილ მოქალაქეებს პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები დაურიგა, რასაც ხალმხრავლობა მოყვა. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი