საგანგებო ვითარების დასრულებამდე საქართველოს პირველი არხი საკვირაო წირვების ტრანსლაციებს სამების საკათედრო ტაძრიდან შემოგთავაზებთ. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი აქვეყნებს.
საკვირაო წირვის ტრანსლაცია 29 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 10:00 საათიდან დაიწყება და საგანგებო ვითარების დასრულებამდე 21 აპრილამდე გაგრძელდება.