სწრაფი ტესტების ნაწილი დღეს შემოვა ქვეყანაში

25 მარტი 2020, 11:40 1406 ნახვა

სწრაფი ტესტების ნაწილი დღეს შემოვა ქვეყანაში. თავდაპირველად მას ბოლნისსა და მარნეულში გამოიყენებენ - ძირითადად მედპერსონალსა და რისკჯგუფში შემავალ ადამიანებზე. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია ათას ტესტზე.

მეორე ტიპის სწრაფ ტესტებს ქვეყანაში უკვე კვირის ბოლოს ელოდებიან. საერთო ჯამში დაგეგმილია ჩინეთიდან 200 ათასზე მეტი ტესტის ტრანსპორტირება. სპეციალისტები სწრაფ ტესტებს ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი