მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამ წუთებშიც სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს და ის დღის ბოლომდე გაგრძელდება. მუნიციპალიტეტები აქამდე წარმოუდგენელ პრობლემებს აწყდებიან, დღეს მარნეულში გარდაცვლილის ბოლო გზაზე გაცილება, სპეციალური დაშვებებით და წესებით დაცვით მოხდა თავდაცვის ძალები დამატებით ოთხ სპეციალურ გამშვებ პუნქტს აკონტროლებენ, უწყების ინფორმაციით, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეები ამოწმებენ ყველა შემსვლელ-გამომსვლელ პირს. მუნიციპალიტეტებში გარდა საბანკო, სააფთიაქო და სასურსათო ქსელისა, ყველაფერი დაკეტილია.