ოთხშაბათიდან მოსახლეობას მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდება. ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხვალ კი ქვეყანაში ,ტესტების პირველი ნაკადი შემოვა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწრაფი ტესტების შემოტანა 4 ეტაპად მოხდება, მისივე განმარტებით, რაოდენობა არის საკმარისი, რომ საკმაოდ დიდი ჯგუფები გაიტესტოს. ტესტების ხარისხი ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით შეირჩა.