ბათუმის ძველ უბანში, ავარიული დაზიანების გამო, 23 მარტის 00:00 საათიდან 24 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: 26 მაისის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე, მელიქიშვილის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე ვაჟა ფშაველას ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე.
ლუკა ასათიანის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე, რუსთაველის ქუჩა - მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე, კლდიაშვილის ქუჩა - მელიქიშვილიდან ვაჟა ფშაველამდე.
მემედ აბაშიძის ქუჩა - მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე, ზურაბ გორგილაძის ქუჩა - მელიქიშვილიდან ვაჟა ფშაველამდე.
„ბათუმის წყალი“ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით.