მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო - შსს

23 მარტი 2020, 10:03 1826 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო - ინფორმაციას შსს ავრცელებს.  უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ ჰოსპიტალი რამდენ ადამიაზეა გათვლილი. 

გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინ, 22 მარტს, გვიან ღამით მიიღო. 

საველე ჰოსპიტალის მოსამზადებლად სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარობდა. 

ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, პერსონალის დეზინფექციისთვის,  რომლებსაც შეხება ექნებათ საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

23 მარტიდან მარნეულსა და ბოლნისის მუნიციალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ამ ტერიტორიაზე მოქალაქეებს შესვლა და გამოსვლა ეკრძალებათ. შეზღუდულია შიდა გადაადგილებაც. 

გადაწყვეტილება 62 წლის ინფიცირებული ქალის გამო მიიღეს, რომელსაც კოვიდ 19 დადგენამდე ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და მისი ინფიცირების წყარო დაუდგენელია. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი