"აირზენას" დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან - გიორგი გახარია

23 მარტი 2020, 01:33 2975 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე ევროპიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზეც ისაუბრა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ არ იგეგმებოდა სპეციალური რეისების შესრულება მომდევნო დღეებში ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან.

ჟურნალისტი: ხვალ სრულდება რეისი ბერლიდან, ზეგ და მაზეგ, მომდევნო დღეებში, პარიზიდან და ვენიდან კი თქვენი განკარგულებით არ სრულდება, არის თუ არა ეს განპირობებული იმით, რომ  ქვეყანაში საკარანტინო ზონების დეფიციტია?

გიორგი გახარია: ვინ გითხრათ ეს?

ჟურნალისტი: დღეს ვესაუბრე აირზენას დირექტორს და თქვა, რომ განკარგულება გაეცით თქვენ.

"მე ვფიქრობ, რომ აირზენას დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, არავის არ დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა, თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომლებსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კომპანიები იქნებიან ექსპროპირებულნი სახელმწიფოს ინტერესებში დროებით რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინეტერესები, ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს პირადად ჩემგან. ქვეყანაში დღეს საკარანტინო ოთახების დეფიციტი არ არსებობს და საკარანტინო ოთახებში რომ იცოდეთ სახელმწიფო საკმაოდ კარგ ფინანსურ ფინანსურ გადასახადსაც იხდის. ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის ბიზნესის ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესები"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი