დღეს საქართველოს მასშტაბით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საკვირაო წირვა ჩატარდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საზოგადოების ყურადღება ეკლესიებისკენ იყო მიმართული, იცავდა თუ არა მრევლი და სასულიერო პირები დისტანციას ერთმანეთისგან. მრევლის ნაწილი ამბობს, რომ შეზღუდვებს დაემორჩილება.
დღესვე სამების საკათედრო ტაძარში საპატრულო პოლიცია შეტყობინების საფუძველზე მივიდა, თუმცა ადგილზე დარღვევა ვერ გამოავლინა. ხალხმრავლობა იყო ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარშიც, მრევლი საკვირაო წირვას ეკლესიაში ესწრებოდა, კამერების გამოჩენის შემდეგ კი, შეკრებილებს სასულიერო პირებმა მოუწოდეს, დისტანცია დაეცვათ და ეზოში გასულიყვნენ.