საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამ დროისთვის სულ 43 შემთხვევაა აღრიცხული.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 1575 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 275 პირი.
1 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ის რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოდან გაეწერა.