კორონავირუსის ფონზე, კაფე-რესტორნებში კლიენტთა მიღება ორი კვირით შეიზღუდა. ბათუმში მოქმედმა რამდენიმე რესტორანმა და კაფემ ფუნქციონირება დროებით უკვე შეწყვიტა. შეკვეთები გააუქმეს სარიტუალო დარბაზებმაც, სადაც ტრადიციული შეკრებები ეწყობა.
რესტორანთა ასოციაციაში, სახელფასო დავალიანებების გადახდის პრობლემაზე საუბრობენ, რომელიც თითქმის ყველა დაწესებულებას შეექმნება.