როდის დაიწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები

22 სექტემბერი 2016, 00:00 3733 ნახვა

შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოები იწყება. ამ დროსითვის, უკვე მიმდინარეობს ტენდერი სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ სამშენებლო პროცესი დაიწყება. 2 კილომეტრამდე ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობის პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, აეროპორტიიდან ჟირინის არხამდე ნაპირსამაგრი ნაგებიობა აშენდება. დაგეგმილია ჭოროხის აუზის შესწავლა. ასევე ქვიშა ხრეშის რეციკურაცია მოხდება. ეს ჩრდილოეთ სანაპიროდან სამხრეთში ქვიშა-ხრეშის გადატანას გულისხმობს, რაც სამხრეთ ზოლში პლაჟის მოწყობას შეუწყობს ხელს.  საპირგამაგრებითი სამუშაოები აზიის განვითარების ფონდის სესხით ხორციელდება და მისი ჯამური თანხა 38 მილიონი ლარია. სამუშაობი 18 თვეში დასრულდება. ახალი ბულვარის სანაპიო ზოლი დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა დაათვალიერეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი