აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილე თოქ-შოუს იწყებს

16 მარტი 2020, 12:44 1641 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თოქ-შოუ "თავისუფალი სივრცე"  დღეს პირველად გავა. გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება. მისი ავტორი და წამყვანი, მაუწყებლის დირექტორის მოადგილე ვახო ხუზმიაშვილია. 

პირველი გადაცემის თემა კორონავირუსი იქნება. 

''წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, მეც და ჩემი საავტორო გადაცემაც თავისუფალი სივრცე ეთერს უბრუნდება. გადაცემა ორშაბათს და ოთხშაბათს საღამოს 9 საათზე გავა. ეს იქნება მართლაც თავისუფალი სივრცე. გადაცემაში დაისმევა ყველა ის შეკითხვა, ყველა ის მოსაზრება, რომელიც ხალხს აწუხებს და მაქსიმალურად შევეცდები, რომ ეს გადაცემა იყოს სახალხო და ის შეკითხვები, რომელებიც ებადება ადამიანებს ამ ეთერში დაისვას'' - ამბობს ვახო ხუზმიაშვილი. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი